კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაღესტნიდან ჩამოსული ლეკები თავს ყვარლის რაიონის სოფლებში მცხოვრებ ნათესავებს აფარებენ

27 ოქტომბერი, 2008

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის გახდა ცნობილი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაღესტნიდან კახეთში ათობით ლეკი ჩამოვიდა. ისინი თავს ყვარლის რაიონის ლეკურ სოფლებში მცხოვრებ ნაცნობებს აფარებენ.

ლეკების განცხადებით, დაღესტანში, კერძოდ კი მახაჩკალის რაიონში დაძაბული ვითარებაა. სამხედრო სამსახურის ბრძანებით, ადგილობრივი სამართალდამცავები 18-დან 38 წლამდე მამაკაცებს შეიარაღებულ ძალებში იწვევენ. მათი ცნობით, გაწვევის შესახებ მოსახლეობისთვის განმარტება არავის მიუცია. ადგილობრივები მამაკაცების შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევას რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებენ.

ჩამოსულებს შორის საქართველოში დაბადებული ახალგაზრდებიც არიან. რამდენიმე მათგანი რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობასაც ფლობს.

ლეკები ყვარლის რაიონის სამ სოფელში, თივში, სარუსოსა და ჩანტლისყურეში ცხოვრობენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები