კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის საქმის შესწავლას ითხოვს

27 ოქტომბერი, 2008

სახალხო დამცველის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2008 წლის 21 ოქტომბრიდან დღემდე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში შიმშილობს მსჯავრდებული ნიკოლოზ მახარაძე.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა მსჯავრდებული, რომელიც ამჟამად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. უამრავი დაავადების ფონზე შიმშილობა მსჯავრდებულის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ცნობისთვის: მახარაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბერის საოქმო განჩინების აღსრულებას ითხოვს, რომლის თანახმად, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მისი ამბულატორიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება დაევალა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსმა, მამუკა მამალაძემ არ შეასრულა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება. შესაბამისად, მის ქმედებაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა. უნდა აღინიშნოს, რომ განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და ისჯება კანონის წესით.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები