კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველი ოჯახის საქმე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა

27 ოქტომბერი, 2008

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გურჯანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები გივი ქრისტესიაშვილის საქმე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა.

გივი ქრისტესიაშვილი, რომელსაც გული და სხვა ორგანოები მარჯვნივ აქვს, ექიმების მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს, რასაც ეს უკანასკნელი მძიმე სოციალური პირობების გამო ვერ ახერხებს. ქრისტესიაშვილების ოჯახი 2006 წლიდან 2007 წლის ოქტომბრამდე სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო დახმარების ბარათით სარგებლობდა, თუმცა სოციალური აგენტის მიერ მის ოჯახს დახმარება შეუწყდა. მას შემდეგ გივი ქრისტესიაშვილმა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს არაერთხელ მიმართა და დახმარების შეწყვეტის მიზეზის განმარტება მოითხოვა. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იოსებ ლობჟანიძემ განმცხადებელს აცნობა, რომ ოჯახს დახმარება სააგენტოსთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდების გამო შეუწყდა. ამასთან ერთად, სააგენტოს ხელმძღვანელობამ ქრისტესიაშვილს განუმარტა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აღარ ჰქონდა.

ქრისტესიაშვილმა დახმარებისათვის "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიმართა, რომელიც კახეთის რეგიონში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს. ორგანიზაციის საჩივრის და ამ საკითხზე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, ქრისტესიაშვილის საქმე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა.

წინასწარი ინფორმაციით, ქრისტესიაშვილის ოჯახს დახმარება უახლოეს დღეებში დაენიშნება.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები