კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

7 ნოემბრის საპროტესტო აქციას კახეთიდან დაზარალებული მესაკუთრეებიც შეუერთდებიან

28 ოქტომბერი, 2008
7 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას, სიღნაღიდან დაზარალებული მესაკუთრეებიც შეუერთდებიან, - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

მანანა მაჭარაშვილს, თამარ თარაშვილს, თამაზ გორელიშვილს, გელა ბეჟაშვილს, ბადურ მილაშვილს და სხვებს ქალაქ სიღნაღის ცენტრში მდებარე კომერციული ფართების და საცხოვრებელი სახლების სახელმწიფოზე და ხელისუფლების ნდობით აღჭურვილ კერძო პირებზე გადაფორმება, თანამდებობის პირებმა თავისუფლების აღკვეთის მუქარით და ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულეს.

მომხდარის შესახებ დაზარალებულმა მესაკუთრეებმა პროკურატურას, სახალხო დამცველის აპარატს და უფლებადაცვით ორგანიზაციებს შეატყობინეს. გენერალურმა პროკურატურამ ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ.

უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულ მესაკუთრეებს ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია "გურჯაანის" პირდაპირ ეთერში დახმარებას კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაპირდა, მაგრამ განცხადების შემდეგ გუბერნატორი ამ საკითხით არ დაინტერესებულა.

დაზარალებულების თქმით, მათ საკუთარი უფლებების დაცვა სამართლებრივი გზებით სურდათ, თუმცა პროტესტის გარდა აღარაფერი დარჩერნიათ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები