კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახელი გლეხები პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორებით სარგებლობას ითხოვენ

29 ოქტომბერი, 2008

კახეთის რეგიონში მცხოვრები გლეხები პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორებით სარგებლობას ითხოვენ. როგორც გლეხებმა გვაცნობეს, იმ სოფლებში, სადაც მომსახურების ცენტრები ამ დრომდე არ ჩამოყალიბებულა, ტრაქტორებს მხოლოდ ამხანაგობის ხელმძღვანელი პირები მოიხმარენ.

გლეხების თქმით, ამხანაგობებში ძირითადად სოფლის ყოფილი გამგებლები და მათთან დაახლოებული პირები არიან გაერთიანებულები. "ტრაქტორები ან სულ დაკავებულია, ან არადა მიწის ნაკვეთის მოხვნის თუ სხვა სახის მომსახურების ღირებულება კერძო პირების მიერ დადგენილ ფასებს მკვეთრად აღემატება", - აცხადებენ ჭანდარში, ძირკოკში, აკურასა და სხვა სოფლებში მცხოვრები გლეხები. მათივე თქმით, ამ პრობლემების მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორებით სარგებლობის საშუალება არ მიეცათ, გლეხები ირწმუნებიან, რომ წელს იმაზე მეტი მიწის ნაკვეთები დარჩება დასამუშავებელი, ვიდრე გასულ წელს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები