კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაზარალებულებს დაზიანებულ სახლებს აღუდგენენ

29 ოქტომბერი, 2008

სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაზარალებულებს დაზიანებული სახლების აღდგენას დაპირდნენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება უახლოეს დღეებში მოსთხოვა.

ადგილობრივებმა სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ სთხოვეს, მაგრამ ამ დრომდე რუსთაველის და ბარათაშვილის ქუჩებზე მაცხოვრებლებს საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

სიღნაღელების თქმით, რეაბილიტაციისას საცხოვრებელი სახლების სახურავები კრამიტით გადახურეს, საყრდენი მასალა კი არ შეუცვლიათ, რის გამოც წვიმების და თოვლის შედეგად რამდენიმე ოჯახს ჭერი უკვე ჩამოენგრა.

გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია პრობლემების მოგვარების პროცესს თავად გააკონტროლებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები