კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატარკაციშვილის მეუღლე "იმედისა" და მთაწმინდის პარკის დაბრუნებისათვის ბრძოლას იწყებს

30 ოქტომბერი, 2008
ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე  ინა გუდავაძე ტელეიმედისა და მთაწმინდის პარკის დაბრუნებისათვის  ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ინა გუდავაძემ განაცხადა, ტელეკომიანია „იმედი“ და მთაწმინდის პარკი ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებს ეკუთვნის და აქედან გამომდინარე, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ სამართლებრივი გზით მემკვიდრეობა დაიბრუნოს.

„ბადრის გარდაცვალების შემდეგ  მომიხდა ბრძოლა იმისთვის, რომ მისი დანატოვარი მის კანონიერ მემკვიდრეებს ხვდომოდათ წილად. ამ ბრძოლაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი „იმედისა“ და მთაწმინდის პარკის დაბრუნებაა. ეს ბადრის პირადი პროექტები იყო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. მე, როგორც მისი მეუღლე, მოვალე ვარ ყველაფერი გავაკეთო მისი საქმის გასაგრძელებლად. ეს ჩემი მოვალეობაა ბადრისა და ქართველი ხალხის წინაშე. ბადრიმ „იმედი“ იმისთვის შექმნა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ყოფილიყო. მაშინ კი, როდესაც „იმედში“ უამრავი ფული შესთავაზეს, მან პროექტის გაგრძელება ამჯობინა“, - განაცხადა ინა გუდავაძემ.

მისი თქმით, როდესაც „იმედს“ დაიბრუნებს, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტელევიზია საქართველოს მოემსახუროს და იყოს ახალი ამბების თავისუფალი და დაბალანსებული წყარო. ინა გუდავაძე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დაბრუნება პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს. „მჯერა, რომ საზოგადოებისთვის თავისუფალი მედიის არსებობას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მე არ ვარ პოლიტიკოსი და ჩემი ამოცანა „იმედის“ დაბრუნებისას პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს. „ტელეიმედი“ ფართო საზოგადოებისთვის მართალი და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდების გარანტი იქნება. ვიღებ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას და „იმედში“ ისეთი პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდს მოვიყვან, რომლებიც ამ მისიის შესრულებას შეძლებენ“, - განაცხადა ინა გუდავაძემ.

რაც შეეხება მთაწმინდის პარკს, პატარკაციშვილის ქვრივის თქმით, ის მსოფლიო კლასის პარკი უნდა ყოფილიყო საქართველოში. „პარკი, ჩამორთმევამდე  სულ ცოტა ხნით ადრე  გავხსენით. სული და გული ჩავაქსოვეთ მასში. ყველაზე დიდი საშინელება იყო ამ პარკის ამდენი ხნით უფუნქციოდ დატოვება და გაჩანაგება, მაგრამ უფრო დიდი საშინელება იქნება, თუ მის ხელახალ აღორძინებაში ხელს შეგვიშლიან. კარგად მესმის, რომ „იმედისა“ და მთაწმინდის პარკის დაბრუნება იოლი საქმე არ იქნება, მაგრამ მე და ჩემი ოჯახი აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. იმ ტყუილისა და ფალსიფიკაციის გამო, რომელიც „იმედის“ ხელში ჩასაგდებად გამოიყენეს, უკვე შეტანილი გვაქვს საქმე სასამართლოში. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას ხელისუფლების მიერ მთაწმინდის პარკის უკანონო კონფისკაციის გამო. ფაქტები ჩვენს მხარეზეა და დარწმუნებულები ვართ, რომ სამართლიანობა იზეიმეს“, - განაცხადა ინა გუდავაძემ.

წყარო: მედიანიუსი.






ახალი ამბები