კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია

30 ოქტომბერი, 2008
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის ყველა ოთახში წყალი ჩადის და ექსპონატები ნადგურდება; ამას გარდა სავალალო მდგომარეობაშია ხის აივანიც, რომელიც უკვე ლპობას განიცდის. 

როგორც მუზეუმის მთავარმა სპეციალისტმა როზა აფციაურმა რადიო "ჰერეთს" განუცხადა, იმის გამო, რომ მუზეუმი წლების განმავლობაში არ თბება, ექსპონატები განადგურების საფრხის წინაშე აღმოჩნდა.

"იმის გამო, რომ მუზეუმს გათბობა არ აქვს, კედლები მუდმივად ნესტიანი რჩება და ყველაფერი ფუჭდება. ყველამ იცის, რომ ექსპონატებს განსაკუთრებული ტემპერატურა სჭირდება - ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში კი ეს ყველაფერი დარღვეულია" - განაცხადა როზა აფციაურმა.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის მთავარი სპეციალისტი სავალალოს უწოდებს იმ ფაქტსაც, რომ დამთვალიერებელთა რიცხვმაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად იკლო.

როზა აფციაურის თქმით, შარშანდელთან შედარებით დამთვალიერებელთა რიცხვი წელს 500-თ შემცირდა.
 
წყარო: რადიო „ჰერეთი“






ახალი ამბები