კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ მოკლული სამხედროს, როინ შავაძის საქმე გამოძიებას დაუბრუნა

31 ოქტომბერი, 2008

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმელი სერჟანტის როინ შავაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება გააუქმა. სისხლის სამართლის საქმე, რომლითაც შავაძეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვაში ედება ბრალი, გამოძიებაში დაბრუნდა.

საქმის წინასწარ გამოძიებაში შეწყვეტის შესახებ დადგენილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა დავით ჭარბაძემ, 13 სექტემბერს გამოიტანა. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლად ეჭვმიტანილ როინ შავაძის გარდაცვალებაა მითითებული.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელი როინ შავაძე ოფიციალური ვერსიით, ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს. ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა.

გარდაცვლილის ოჯახი საქმის გამოძიების გაგრძელებას მოითხოვდა: „როინს ნარკოტიკებთან კავშირი არ ჰქონდა. ჩვენ გვინდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, რითაც ჩემი ქმრის უდანაშაულობა დადგინდება“, _ აღნიშნავს ციცინო შავაძე.

გამოძიების მასალების მიხედვით, შავაძეს პირადი ჩხრეკისას ერთი ცალი ფირფიტა, სულ წონით 2,5 გრამი, ლათინური წარწერით „subutex”, ქაღალდში გახვეული 0.97 გრამი მორუხო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება აღმოაჩნდა.

როინ შავაძე ცხინვალის კონფლიქტში 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. ის სპეცრაზმმა ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ოქროს ბირჟის მიდამოებთან 16 აგვისტოს დააკავა. თვითმხილველთა განცხადებით, 20 შეირაღებული ნიღბიანი პიროვნება შავაძეს ქუჩაში თავს დაესხა, წააქციეს და სასტიკად სცემეს.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

 

ახალი ამბები