კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ანდრიაძე: ხელისუფლებამ საპატრიარქოს არხს მაუწყებლობის შესაძლებლობა წაართვა

4 ნოემბერი, 2008

ქართული ტელეკომპანია “ივერიის” ხელძღვანელის გიორგი ანდრიაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ამავე არხს საბოლოოდ წაართვა მაუწყებლობის გაგრძელების შესაძლებლობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით, მეორე არხი პოლიტიკურ არხად გადაკეთდება. ანდრიაძის თქმით,  ამ განცხადებით ფაქტობრივად, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უარი განაცხადა  ქართული ტელემაუწყებლობა "ივერიის" კანონიერ მოთხოვნაზე მეორე არხის სიხშირის გადაცემასთან დაკავშირებით, რის შესახებ  მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის ორგანოებს.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებამ  საბოლოოდ მოგვიჭრა შესაძლებლობა, განვაგრძოთ  მაუწყებლობა. შედეგად, საპატრიარქოს პატრონაჟით დაფუძნებული ქართული ტელემაუწყებლობა "ივერია" იძულებული გახდება, მაუწყებლობა შეწყვიტოს, ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩია ფინანსური შესაძლებლობა, არსებული გადასახადების პირობებში, განვაგრძოთ ფუნქციონირება.

ხელისუფლებისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "გენერალიტეტის" ერთობლივი ქმედება გვაფიქრებინებს, რომ იმ დროს, როდესაც საზოგადოება დაჟინებით მოითხოვს საპატრიარქოს ტელევიზიისთვის საზოგადოებრივი ტელევიზიის მეორე არხის, ან სიხშირის გადმოცემას, მეორე არხის პოლიტიკურ არხად გადაკეთება საპატრიარქოს ტელევიზიის წინააღმდეგ გამიზნულად გადადგმული ნაბიჯია", – აცხადებს გიორგი ანდრიაძე

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები