კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსმა სეპარატისტებმა ორი მცირეწლოვანი და ერთი ფეხმძიმე ქალი მოკლეს, მოხუცი კი ლოგინში დაწვეს

5 ნოემბერი, 2008

გორში საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემა დასრულდა. D

არსებული მონაცემებით, მთლიანად გორსა და გორის რაიონში საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა 93 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის, 30 _ გორში, 63 – რაიონში. 75 ადამიანი დაიღუპა დაბომბვის შედეგად, 18 ადამიანი კი, მოკლულია ოსი სეპარატისტების მიერ. დაღუპულთაგან 2 მცირეწლოვანია,  28 კი - ქალი, მათ შორის ერთი ფეხმძიმე; ყველაზე ასაკიანი 93 წლის მამაკაცია, რომელიც ოსმა სეპარატისტებმა ლოგინში მწოლიარე  დაწვეს საკუთარ სახლში.

დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემა 25 აგვისტოს დაიწყო. პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდა გორის დაბომბვისას დაღუპული იმ მოქალაქეების ოჯახები, რომელთა იდენტიფიცირება ადგილზე მოხდა. დანარჩენთა კომპენსირება მონაცემების დაზუსტების შემდეგ ეტაპობრივად განხორციელდა.

დაზარალებულთა დასახმარებლად საჭირო თანხა 930 000 ლარი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები