დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში მდებარე ნიკო ფოროსმანის სახლ – მუზეუმს 15 წელია ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც მუზეუმის თანამშრომლებმა გვითხრეს, მუზეუმის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით, კულტურის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. დაზიანებული სახურავის გამო შენობაში წყალი ჩადის და დაცულ ექსპონატებს და ნივთებს განადგურების საფრთხეს უქმნის.
ნიკო ფიროსმანის სახლ - მუზეუმის დირექტორის ანზორ მაძღარაშვილის ცნობით, მუზეუმში არსებული არასახარბიელო პირობების გამო დამთვალიერებლების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. აღსანიშნავია ისიც, რომ მუზეუმის თანამშრომლების ანაზღაურება მინიმალურია და ხელფასი 80 ლარის ფარგლებში მერყეობს.
კულტურის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ როდის ჩატარდება ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გელა მთივლიშვილი, კახეთი