კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონული ჟურნალისტები ასოციაციას აფუძნებენ

10 ნოემბერი, 2008

საქართველოს რეგიონებში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტები რეგიონული ჟურნალისტების ასოციაციას აფუძნებენ. ასოციაციის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას საინიციატივო ჯგუფი ამუშავებს.

საინიციატივო ჯგუფის წევრთა თქმით, ასოციაციის მიზანი სიტყვის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დაცვა იქნება. ჟურნალისტები საქართველოს რეგიონებში ჯგუფურ გასვლებსაც გეგმავენ, პრობლემების ადგილზე გაცნობისა და გაშუქებისათვის.

პირველ ასეთ გასვლით ღონისძიებას 30-მდე რეგიონული ჟურნალისტი 11 ნოემბერს გორში გეგმავს.

საქართველოს რეგიონული ჟურნალისტების ასოციაციის დაფუძნება გურიაში, სამცხე – ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთსა და შიდა ქართლში მომუშავე დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა, რამდენიმე დღის წინ, ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტეს.

რეგიონულ ჟურნალისტებს, ვისაც ასოციაციის დასაფუძნებლად საინიციატივო ჯგუფთან ერთად მუშაობა სურთ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 877 52 88 08; 893 21 22 90; 893 10 41 70

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები