კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსმა ოკუპანტებმა ზემო აფხაზეთის მოსახლეობის ძარცვა დაიწყეს

11 ნოემბერი, 2008
გალის რაიონსა და ზემო აფხაზეთში ოკუპანტები კრიზისს განიცდიან და გამოკვებას ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვით ცდილობენ.

როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა რაულ ქირიამ განუცხადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ჯარების საკვები პროდუქტების მომარაგებას ვერ ახერხებს. მშიერი სამხედროები გალის რაიონში ოჯახებში ვარდებიან და მოსახლეობის კუთვნილ მსხვილფეხა საქონელსა და სხვა სახის საკვებ პროდუქტებს იტაცებენ.

„ზემო აფხაზეთში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ უპატრონოდ დარჩენილი პირუტყვი, ოკუპანტებმა ორი თვის წინ დაკლეს და ხორცის კონსერვაცია მოახდინეს. ახლა ეს მარაგიც გამოელიათ და სერიოზულ კრიზისს განიცდიან. ამჟამად ზემო  აფხაზეთის თითოეულ სოფელში რამდენიმე ოჯახიღაა დარჩენილი. ოკუპანტები მათ დარჩენილ მარაგსაც ანადგურებენ და ხალხს ზამთარში ყოველგვარ საარსებო წყაროს გარეშე ტოვებენ“, - განუცხადა „მედიანიუსს“ რაულ ქირიამ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები