კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვან გოგონას თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდეს

11 ნოემბერი, 2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალიდან აცნობეს, თელავის პოლიციის თანამშრომლებმა იძულების წესით, სახლიდან, ალიოშა ორუჯოვის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების დროს, სახლის კარებები დალუქეს. შენობაში რამდენიმე საათით იყო დარჩენილი ალიოშა ორუჯოვის ძმისშვილი, 16 წლის ინდირა ორუჯოვა, რომელიც გარეთ გასვლას ვერ ახერხებდა. შენობას პოლიციისა და სპეცრაზმის შეიარაღებული თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

ორუჯოვის მეზობლებმა და ახლობლებმა პოლიციის ქმედების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს, რის გამოც სამართალდამცავებმა მოქალაქეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის თვითმხილველების თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს კონდახები ურტყეს. იქ მყოფთა ცნობით, რამდენიმე ქალბატონმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით, თელავის პოლიციის უფროსი გოჩა ბაღათრიშვილი კომენტარს არ აკეთებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილესთან ვაჟა მაღრაძესთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ტელეფონს არ პასუხობს.

როგორც ცნობილია, ალიოშა ორუჯოვი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად სოფელ ყარაჯალაში მდებარე შენობიდან კახეთის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოასახლეს. საარბიტრაჟო სასამართლოს ორუჯოვის უსაფუძვლო გამდიდრების მოტივით სარჩელით ამავე სოფლის მკვიდრმა და ორუჯოვების ახლობელმა იაშა უსუპოვმა მიმართა. ორუჯოვმა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართა, მაგრამ სასამართლო სარჩელს არ იხილავს. ალიოშა ორუჯოვმა თაღლითობისათვის კახეთის საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი ყაჭიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც მოითხოვა. კახეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ ორუჯოვის ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.

ახალი ამბები