კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში საკუთრების უფლების აღიარების კომისიებმა მუშაობა შეწყვიტეს

11 ნოემბერი, 2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში საკუთრების უფლების აღიარების კომისიებმა მუშაობა შეწყვიტეს. ამის შესახებ დავალება კომისიების თავმჯდომარეებმა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან მიიღეს.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიების მუშაობა არადამაკმაყოფილებელია, გამოვლენილია ბევრი დარღვევა, რამაც კომისიების წევრების მიერ გადაწყვეტილებების მიღების შეჩერება განაპირობა. "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახნავი და საძოვარი კატეგორიის მიწების განმცხადებლებისთვის საკუთრებად დარეგისტრირება არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე. კომისიებმა მუშაობა მხოლოდ ამ კუთხით შეაჩერეს. ასეთი საკითხები სპეციალისტების დონეზე უნდა გადაწყდეს", - აღნიშნავს სიბაშვილი.

გუბერნატორის პირველი მოადგილის განცხადების მიუხედავად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიები უარს ამბობენ მიწის გარდა სხვა უძრავი ქონების საკუთრებად აღირების საკითხის განხილვაზეც. მაგალითად, იმერეთის რეგიონიდან რამდენიმე დღის წინ ინვალიდის ეტლით ჩამოყვანილ მოქალაქეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკუთრების უფლების აღიარების კომისია დღემდე უარს უცხადებს მისი გარდაცვლილი ბებიის კუთვნილი სახლის საკუთრებად დარეგისტრირებაზე.


ახალი ამბები