კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსწავლე სკოლის ტერიტორიაზე "მარიხუანას" მოხმარებისათვის დააკავეს

12 ნოემბერი, 2008

როგორც ჩვენთვის  გახდა ცნობილი, შს გურჯაანის სამმართველოს ინსპექტორ – გამომძიებელმა დავით ჭანტურიძემ გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, ნარკოტიკული ნივთიერება "მარიხუანას" მოხმარებისათვის, ამავე სკოლის მოსწავლე გ. გ-შვილი დააკავა.

ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დაკავებულ მოსწავლეს "მარიხუანას" მიღების ფაქტი დაუდგინდა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლია ოთარაშვილმა არასრულწლოვანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და სახელმწიფო ბიუჯეტში 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ნარკოტიკულ საშუალებებს მასობრივად მოიხმარენ. ამ ინფორმაციას სკოლის პედაგოგებიც ადასტურებენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები