კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო ინფორმაციის გასაცემად ჟურნალისტებს თანხის გადახდას სთხოვს

12 ნოემბერი, 2008

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო ინფორმაციას ბლოკავს. ჟურნალისტებმა უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს განცხადებით ორი კვირის წინ მიმართეს, მაგრამ უნივერსიტეტს საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუცია.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამლეტ რაზმაძემ ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციის გასაცემად თანხის გადახდა და ამასთან ერთად საფოსტო გზავნილების ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვა. ჟურნალისტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს განუმარტეს, რომ კანონი მხოლოდ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის საჭირო მოსაკრებლის გადახდას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს საჯარო ინფორმაციას არ აძლევს.

ჟურნალისტები უნივერსიტეტიდან ითხოვენ ინფორმაციას, რის საფუძველზე და როდის დაასაქმა უნივერსიტეტის რექტორმა მეუღლე, ძმა, ქვისლი და სხვა ნათესავები უმაღლეს სასწავლებელში.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები