კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ურეხის სამხედრო პოლიგონმა ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე შეიწირა

12 ნოემბერი, 2008

გუშინ საღამოს, ურეხის სამხედრო პოლიგონზე ორი ბავშვი დაიღუპა. რიჩარდ ვირუბოვი და ლევან ლეონიძე საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში რეანიმაციურ განყოფილებაში გარდაიცვალნენ. მესამე არასრულწლოვანის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
11 წლის მოზარდები პოლიგონის ტერიტორიაზე თამაშობდნენ, როდესაც  ასაფეთქებული მოწყობილობა  ამოქმედდა. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვის  წინ  პოლიგონზე  კიდევ ერთი ბავშვი დაშავდა.
ადგილობრივი მოსახლეობა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული  სამხედრო პოლიგონის არსებობას აპროტესტებს და მის გაუქმებას მოითხოვს. „ეს  ცარიელი ტერიტორიაა, შემოსაზღვრულიც კი არაა. არც მინიშნებაა, რომ აკრძალური ზონაა და არც არავინ აკონტროლებს. ასლან აბაშიძის დროს ეკლიანი ღობით მაინც იყო გარშემორტყმული და ბავშვები შიგნით ვერ შედიოდნენ."


მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები