კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი შიდა ქართლის სოფლები დენის საფასურის გადახდას მთავრობას სთხოვს

13 ნოემბერი, 2008

გორში ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილ მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი შეხვდა. გორის რაიონის სოფლების მაცხოვრებლები  დენის გათიშვას აპროტესტებდნენ და ხელისუფლებისგან ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვას მოითხოვდნენ.

ვარძელაშვილის  თქმით, გუშინ გორის რაიონის 38 სოფელს ,, ენერგო-პრო ჯორჯიამ” დენის მიწოდება დავალიანების გამო შეუწყვიტა.

“4 თვის დავალიანებამ (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) 497 030 ლარი შეადგინა. აგვისტოს მოვლენების გათვალისწინებით სახელმწიფო ფარავს აგვისტო- სექტემბრის დავალიანებას, რომელიც 154 631 ლარს შეადგენს, რაც შეეხება ივლისის  (მოგეხსენებათ ამ დროს ომი არ ყოფილა)  და ოქტომბრის თვეების დავალიანებას,  მოსახლეობა ინფორმირებული იყო, რომ ამ თანხას სახელმწიფო ვერ გადაუხდიდა. მიუხედავად ამისა ამ საკითხს დღესვე დავაყენებ მთავრობის წინაშე და შევეცდები ხალხს პრობლემა მოვუგვაროთ” _ აცხადებს ლადო ვარძელაშვილი.

წყარო: მედიანიუსი 

ახალი ამბები