თბილისი, 8-10 ნოემბერი 2008 წელი
ჩვენ, FIDH-ის წევრი და პარტნიორი ორგანიზაციები მხარს ვუჭერთ საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველებს და სამოქალაქო საზოგადოებას; ვიზიარებთ მათ შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფქტების შესახებ. ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მედია საშუალებებზე დაწესებული მზარდი კონტროლი, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, არჩევნების დროს პოლიტიკური და მედია სივრცის ხელისუფლების მიერ მონოპოლიზაცია, ოპოზიციური პარტიების წევრთა მიმართ განხორციელებული დევნა, ციხეებში არსებულ მდგომარეობა სადაც სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა ხშირად ხდება. ჩვენ კვლავაც დავაკვირდებით შრომის ბაზარზე და პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში ქალთა დისკრიმინაციის ხარისხს; ასევე შევისწავლით ოჯახური ძალადობის ფაქტებს, ქვეყანაში მცხოვრები უმცირესობების მდგომარეობას, დემონსტრაციის მოწყობის უფლების განხორციელებას და საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებს.
ჩვენ მოვუწოდებთ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამომძიებლო ორგანო რომელიც შეისწავლის 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას აღმოფხვრას სამართალდამცველთა გადაჭარბებული ძალის გამოყენების ყველა მცდელობა.
ჩვენ მიმვართავთ საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და კონვენციის მოთხოვნები; განახორციელოს გაეროს ხელისმომწერი სახელწიფოების ყველა რეკომენდაცია, ასევე ეუთოს და არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის რეკომენდაციები.
2008 წლის ნოემბერში ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს ყურადღების მიღმა არ დატოვოს საქართველოში ომის შემდგომ არსებული საგანგაშო მდგომარეობა; პირიქით, ქვეყნის ხელისუფლებას მოსთხოვოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციის შესრულება.