კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლებს მიმართ რეკომენდაციები

14 ნოემბერი, 2008

საქართველო

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლებს მიმართ რეკომენდაციები
2008 წლის ნოემბერი

2008 წლის ნოემბერში დაგეგმილი ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით FIDH და მისი პარტნიორები საქართველოში “ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRIDC), “ადამიანის უფლებთა პრიორიტეტი” და “კავკასიის ქალთა ქსელი” აწყობენ შეხვედრას საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

2008 წლის აგვისტოს თვეში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. ჩვენი წევრი და პარტნიორი ორგანიზაციები აკვირდებოდნენ მიმდინარე პროცესებს და აშუქებდნენ საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმების დარღვევის ფაქტებს (მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, გაუმართლებელი მკვლელობები, წამებისა და გაუპატიურების ფაქტები, აკრძალული იარაღის გამოყენება, მარადიორობა, კერძო საკუთრების განადგურება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა).

ევროკავშირისა და საქართველოს სამეზობლო საბჭოს პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენს ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კონფლიქტის მოგვარება არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მასობრივად ირღვეოდეს ადამიანთა უფლებები საქართველოში. ეს შეხედულებები მკაფიოდ უნდა ჩანდეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ მომზადებულ ევროკავშირის დეკლარაციებში; ვინადიან ქვეყანას ვალდებულება აქვს, განახორციელოს ადამიანის უფლებათა სიტუაციის მონიტორინგი საქართველოში ევროპის სამოზებლო პოლიტიკის ფარგლებში.

ამ მოკლე შესავლით მოვუწოდებთ ევროკავშირს რეკომენდაციების მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს შემდეგ საკითხებზე:
-არჩევნები;
-მედიის კონტროლი;
-გადაჭარბებული ძალის გამოყენებით დემონსტრაციის თავისუფლების შეზღუდვა;
-საცხოვრებელი პირობები საპატიმროებში;
-პოლიტპატიმრები;
-ქალთა უფლებები

>>>>>>>>>>რეკომენდაციები

ახალი ამბები