კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტარი სამხედრო ნაწილის უნებართვოდ მიტოვებისთვის გასამართლებულთა ამნისტირებას ითხოვს

17 ნოემბერი, 2008

საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრის მაგდალინა ანიკაშვილის განცხადებით, კარგი იქნებოდა, თუკი ფართომასშტაბიანი ამნისტია სისხლისსამართლის კოდექსის 388-ე მუხლსაც შეეხება, რომელიც სამხედრო ნაწილის უნებართვოდ მიტოვებას ითვალისწინებს.

რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ამ მოსაზრების არგუმენტად აგვისტოს ცნობილი  მოვლენები დაასახელა. კერძოდ, მისი თქმით, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ფაქტობრივად, მოშლილი იყო კომუნიკაციის საშუალებები,  ხელმძღვანელობა არც თუ ისე მკაფიო ბრძანებებს გასცემდა და ა.შ. შექმნილ სიტუაციაში სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ნაწილები მხოლოდ ორიოდე დღით მიატოვეს, რათა თავიანთ ოჯახებში ჩასულიყვნენ და ოჯახის წევრებისათვის შეეტყობინებინათ, რომ ცოცხლები არიან.

მაგდალინა ანიკაშვილის თქმით, იმის საჩვენებლად, რომ ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, შესაძლებელი იქნებოდა ამნისტია სწორედ 388-ე მუხლსა შეხებოდა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები