აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ რუს ოკუპანტებს სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის გუდაუთის რაიონში დიდი ფართობის მიწის ნაკვეთი გამოუყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზისთვის გუდაუთის რაიონის ტერიტორიის გადაცემის გადაწყვეტილება აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა მიიღო.
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის პრესმდივნის ასტანდ ტაბაღუას თქმით, გუდაუთის ტერიტორიის გამოყოფის განკარგულება მთავრობიდან მიიღეს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ნიკოლაი მაკაროვის განცხადებით, ცხინვალსა და გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზები 2009 წლისთვის აშენდება და აღნიშნულ ტერიტორიებზე 3700 რუსი სამხედრო განთავსდება.
წყარო:მედიანიუსი