კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის საოლქო პროკურატურა ჟურნალისტებს აშანტაჟებს

19 ნოემბერი, 2008

სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, კახეთის საოლქო პროკურატურა არ წყვეტს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შს გურჯაანის სამმართველოში ნანა ჯაფარაშვილის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ტელეკომპანია "იმედის" კახეთის ბიუროს ყოფილი კორესპონდენტების ჟანა დიდებაშვილის, კახა გოგილაშვილის და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ 2007 წელს აღიძრა.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა მაშინ ჯართის ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი გ. ჯ-ძე დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანს მხოლოდ თუნუქის რამდენიმე ფურცელი ჰქონდა ტყის პირას მდებარე მიტოვებული სახლის ეზოდან გამოტანილი, პოლიციამ მისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, სასამართლომ კი ეჭვმიტანილს გირაო შეუფარდა, 5 ათასი ლარის ოდენობით. ჟურნალისტებმა გადაიღეს და გააშუქეს პოლიციის მიერ დანაშაულის ადგილად მითითებული ტერიტორია, რის შედეგად
ცხადი გახდა, რომ ქურდობის დროს საცავში შეღწევას ადგილი არ ჰქონია. ამან სამართალდამცავები გააღიზიანა და სახლის მეპატრონეს, სადაც, მათი თქმით, ქურდობა მოხდა, განცხადება დააწერინეს, საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე.

სახალხო დამცველმა არაერთხელ მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, მაგრამ კახეთის საოლქო პროკურატურა ომბუდსმენის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს. სამაგიეროდ, როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, ყოველთვის, როცა ჟურნალისტები პროკურატურასთან დაკავშირებით მუშაობენ, მათ აღნიშნულ საქმეში ეჭვმიტანილებად ცნობით და დაკავებით ემუქრებიან.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები