კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროს მოსახლეობა მე-3 საჯარო სკოლის აღდგენას ითხოვს

20 ნოემბერი, 2008

დედოფლისწყაროს მოსახლეობა ქალაქის მე-3 საჯარო სკოლის აღდგენას ითხოვს. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლა უკვე ერთი წელია აღარ ფუნქციონირებს. მათივე თქმით, მოსწავლეებს რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ მე-2 საჯარო სკოლაში უწევთ სიარული.

სკოლის გაუქმების შედეგად უმუშევრად დარჩა ათობით მასწავლებელი. უპატრონოდ მიტოვებული შენობები კი გაიძარცვა და გაპარტახდა. ადგილობრივების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას დახმარება არაერთხელ სთხოვეს, გამგეობა მოსახლეობის თხოვნით არ დაინტერესდა.

დედოფლისწყაროელების ცნობით, მოსახლეობა იმითაც შეწუხებულია, რომ ყოფილი სკოლის შენობები ნარკოტიკების მომხმარებელთა თავშეყრის ადგილად არის ქცეული. როგორც ცნობილი გახდა, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ტენდერი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა აღნიშნული შენობების გასხვისებაზე.

დედოფლისწყაროს მოსახლეობა ამ დროისთვის სკოლის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს, რომელსაც განათლების მინისტრს, განათლების საპარლამენტო კომიტეტს და პრეზიდენტს გაუგზავნიან. თხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები