კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას საიტი გაუტეხეს

20 ნოემბერი, 2008

არასამთავრობო ორგანიზაციას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ინტერნეტსაიტი www.fpphr.org  “გაუტეხეს“. წაიშალა ყველა ის წიგნი და პუბლიკაცია, რომლებსაც წლების განმავლობაში ორგანიზაციის წევრები აგროვებდნენ.

ნანა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე: „დამჭირდა წიგნი. დავუკავშირდით მას, ვინც ეს ვებგვერდი გაგვიკეთა. გაარკვია და გვითხრა, რომ ჰაკერი იყო შესული და მთელი ინფორმაცია წაგვიშალა. ისე იყო წაშლილი, რომ მხოლოდ უმნიშვნელო სურათების აღდგენა გახდა შესაძლებელი. აბსოლიტურად ყველა ტექსტი იყო წაშლილი.

აქ იყო ყოველწლიური ანგარიშები ადამიანების უფლებების დარღვევებზე. დაინტერესებულ პირს შეეძლო შედარებითი ანალიზის გაკეთება, თუ რა ხდებოდა რამდენიმე წლის წინ და რა ხდება დღეს. საიტზე ასევე ბოლო წიგნი „ფასადური დემოკრატია“, პოლიტპატიმრების სიები და სხვა ინფორმაციები იყო განთავსებული. საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინფორმაციით, ეს ყველაფერი საინტერესო იყო“.

ნანა კაკაბაძის თქმით, საიტი მას შემდეგ გატეხეს, რაც იქ ჯარისკაცების ფოტოები და მათთან ინტერვიუები განათავსეს.

ნონა სუვარიანი

ახალი ამბები