კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2009 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი დაიწუნა

26 ნოემბერი, 2008

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2009 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი დაიწუნა.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ცნობით, პროექტში კაპიტალური ხარჯები არ არის გათვალისწინებული, სოციალური პაკეტი შემცირებულია, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს განმარტებითი ბარათის სახით არ აქვთ თანდართული ინფორმაცია რაში და როგორ აპირებენ მოთხოვნილი თანხის გახარჯვას და ციფრები არ ჯამდება.

საკრებულო რიგგარეშე სხდომის გამართვას ხუთშაბათს გეგმავს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები