დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში მცხოვრები ბოშები სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში ვერ მონაწილეობენ. როგორც ბოშებმა გვაცნობეს, დახმარების მისაღებად მათ არაერთხელ მიმართეს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას, მაგრამ უშედეგოდ.
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში ბოშების 30-მდე ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს ფლობენ.
სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონულ განყოფილებაში აცხადებენ, რომ ბოშებს სიღარიბის დაძლევის პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნით მათთვის წერილობით არ მიუმართავთ. თავად ბოშების თქმით კი, მათ წერა – კითხვა არ იციან და განცხადებებიც დამოუკიდებლად ამიტომ ვერ დაწერეს.
გელა მთივლიშვილი,კახეთი