კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან აფხაზმა ბოევიკებმა 75 წლის ირა მებონია გაიტაცეს

28 ნოემბერი, 2008

ოთხი აფხაზი ბოევიკი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში შეიჭრა და აფხაზური ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსნის მეუღლე, 75 წლის ირა მებონია გაიტაცეს.

გამტაცებლებმა მებონია გალის მიმართულებით წაიყვანეს და გამოსასყიდის სახით 30 000 დოლარს ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ირა მებონიამ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ სამსახურზე უარი თქვა.

გალის რაიონის ლეგიტიმური ადმინისტრაციის უფროსის პაატა შამუგიას ინფორმაციით კი, სეპარატისტებმა გალის რაიონში ცოტა ხნის წინ ავტობუსი დააყაჩაღეს და ქართველი მგზავრები გაძარცვეს.
 
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი ოთხი გატაცება მოხდა.

მედიანიუსი

ახალი ამბები