კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ილტოს ხეობის სოფლებსა და სასაფლაოს სტიქია მდინარეში ჩარეცხვით ემუქრება

1 დეკემბერი, 2008

ახმეტის რაიონის სოფლებში: შახვეტილაში, ჩაჩხრიალაში, ვეძებსა და ჭართალაში მცხოვრებნი დახმარებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, ბოლო რამდენიმე წელია, ამ სოფლებში ტყე მასობრივად იჩეხება, რის გამოც რამდენიმე ადგილას მიწა მოწყდა და სავალი გზაც წაიღო.

ილტოს ხეობაში მცხოვრებთა განცხადებით, სპეციალისტებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ სტიქიური პროცესები ძლიერი წვიმისა და თოვლის გარეშეც განვითარდება. მათივე თქმით, მეწყერი საფრთხეს მთლიანად სოფლებს და საფლავებს უქმნის და მდინარეში ჩარეცხვით ემუქრება.

ილტოს ხეობის სოფლებში სტიქიისგან სახლები უკვე დაიბზარა, რამდენიმე დაინგრა კიდეც. მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა ამ სოფლების პრობლემებით არავინ დაინტერესებულა.

ილტოს ხეობიდან ყოველდღიურად ხე-ტყით დატვირთული 40-ზე მეტი სატვირთო მანქანა გადის. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ხე-ტყის ჭრის კანონიერებას ხეობაში არავინ ამოწმებს.

გელა მთივლიშვილი

ახალი ამბები