კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში მუნიციპალური ავტობუსები აღარ მოძრაობენ

1 დეკემბერი, 2008

კახეთში მუნიციპალური ავტობუსები აღარ მოძრაობენ. ამის მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მგზავრთა სიმცირეს ასახელებენ, რის გამოც შემოსავალი დანახარჯებს არ ანაზღაურებს.

"ჰოლანდიიდან შემოტანილი ავტობუსები საკმაოდ ბევრ საწვავს მოიხმარენ, მგზავრობის ღირებულება კი მცირეა, რის გამოც დანახარჯების ანაზღაურება არ ხერხდებოდა. მუნიციპალური ტრანსპორტი ამიტომაც აღარ მოძრაობს", - გვითხრეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლანდიური ავტობუსები ადგილობრივმა ხელისუფლებამ წინასაარჩენოდ შეიძინა და ამისათვის რაიონული ბიუჯეტებიდან სულ 100 ათას ლარამდე თანხა დახარჯა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები