კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

75 წლის ქალი სასტიკი წამებით მოკლეს

2 დეკემბერი, 2008

რამდენიმე დღის წინ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან გატაცებული 75 წლის ირა მებონიას დასახიჩრებული გვამი ახლობლებმა ტყეში დღეს იპოვეს. დაღუპული სასტიკად იყო ნაწამები  და სახე მთლიანად დასახიჩრებული ჰქონდა.

გავრცელებული ვერსიით, გამტაცებლები ირა მებონიას გათავისუფლების სანაცვლოდ მისი ოჯახისგან 30 000 დოლარს ითხოვდნენ. მათ კი ამ ფულის გადახდა ვერ შეძლეს და გამტაცებლებმა 75 წლის ქალი წამებით მოკლეს.

როგორც „მედიანიუსს“ დაღუპული ირა მებონიას ერთ-ერთმა ნათესავმა უთხრა, გამტაცებლების მიერ 30 000 დოლარის მოთხოვნის შესახებ მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. „ბევრი ვერსია არსებობს ირა მებონიას გატაცების ამბავთან დაკავშირებით. ახლობლები ტყეში ეძებდნენ და მის დასახიჩრებულ გვამს გადააწყდნენ. რატომ აწამეს ასე სასტიკად და სახე რატომ დაუმახინჯეს, ვერავინ ხსნის. გამტაცებლებს ფული საერთოდ არც მოუთხოვიათ. ვეჭვობთ, რომ ერთ-ერთი გამტაცებელი ამოიცნო და ასე სწორედ ამიტომ მოკლეს“,- განუცხადა „მედიანიუსს“ ირა მებონიას ოჯახის ერთ-ერთმა ნათესავმა.

მედიანიუსი

ახალი ამბები