კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებულის ცემის ფაქტზე პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

4 დეკემბერი, 2008

3 დეკემბერს გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლების მიერ 22 წლის გაგა პიტიურიშვილის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო.

პროკურატურას რეაგირებისათვის "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა მიმართა. სამართალდამცავებს პიტიურიშვილი  ქურდობის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით უნდა დაეკითხათ, მაგრამ მას მთელი ღამის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაზუსტებული ინფორმაციით, სამართალდამცავების მხრიდან ცემის ფაქტი პროკურატურის მიერ დაკითხვის დროს უარყო თავად გაგა პიტიურიშვილმა. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტების განცხადებით, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციამ პიტიურიშვილზე ზეწოლა მოახდინა. მომხდარის შესახებ ჩვენების მიცემის შემთხვევაში პიტიურიშვილს ნარკოტიკის ჩადებით და დაკავებით დაემუქრნენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები