კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსერვატორები კახეთში ვაზის აჩეხვას აპროტესტებენ

12 დეკემბერი, 2008

კონსერვატორები 2008 წლის 19 ნოემბერს მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ყვარლის რაიონში 150 ჰექტარ მიწაზე ვაზის გაჩეხვაზე ნებართვაა მიცემული და კომპენსაციის სახით ერთ ჰექტარ მიწაზე მიწის მეპატრონეს  2000 ლარი უნდა მიეცეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მთლიანად ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე უნდა აიჩეხოს 150 ჰექტარზე გაშენებული ვაზი, თუმცა სინამდვილეში 150 ჰექტარი მხოლოდ სოფელ გავაზში იჩეხება.

ძიძიგურის მტკიცებით, ამ დროისათვის გავაზში გაჩეხილია  80 ჰექტარ მიწაზე გაშენებული რქაწითელის ჯიშის ვაზი.

კონსერვატორები ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ კანცელარიაში მისვლას გეგმავენ.
როგორც ძიძიგური აცხადებს, ხვალ 13.00. საათზე კონსერვატიული პარტიის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გრიგოლ მგალობლიშვილს აღნიშნულ განკარგულებაზე განმარტებას მოსთხოვენ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ზვიად ძიძგურმა ჟურნალისტებს სოფელ გავაზში ვაზის აჩეხვის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა წარუდგინა.

„ხელისუფლება ბადრი პატარკაციშვილს ადანაშაულებდა, რომ იგი გლეხებს ვაზის აჩეხვისთვის ფულს უხდიდა. ახლა კი თვითონ ხელისუფლება აკეთებს ამას. ვაზის გაჩეხვის მოთხოვნით, გლეხი მიდის ადგილობრივ საკრებულოში, აკეთებს განაცხადს. შემდეგ ექსპერტთა ჯგუფი მიწის ფართობს ზომავს და ამის შემდეგ მას უხდიან კომპენსაციას. ამ პროცესს ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ვარადაშვილი კურირებს“, - აცხადებს ძიძიგური.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები