კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალციხის სახელმწიფო ინსტიტიტში სტუდენტები და ლექტორები იყინებიან

18 დეკემბერი, 2008

ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტის  სტუდენტები  და პროფესორ–მასწავლებლები სიცივეს უჩივიან. მათი თქმით, ინსტიტუტის ოთხსართულიან შენობაში ნამდვილი გამყინვარებაა.

ოფიციალური მხარის განცხადებით, შენობას მაზუთით ათბობენ. თუმცა სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ რეალურად გათბობა არ არის. ,,თუ გენერატორს ზედ დააჯდები შეიძლება ოდნავ შეთბე, გამოცილდები და გამყნვარებაა”, - გვითხრა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

კაბინეტებში, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლები სხედან ელექტროღუმელები დგას, აუდიტორებსა და დერეფნებში კი სიცივეა.

,,ლექციაზე სტუდენტები ქურთუკებითა და ქუდების სხედან, ვერაფერს ვეუბნები. მეც ვიყინები. როცა სტუდენტი სწავლის გადასახადს იხდის და თან საკმაოდ დიდ თანხას, გაყინულ აუდიტორიაში არ უნდა იჯდეს”, -განაცხადა ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტის ლექტორმა.  

გულო კოხოძე, ახალქალაქი

ახალი ამბები