კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მესაკუთრის უფლებების დარღვევის ფაქტს კოდუების ოჯახს უკავშირებენ

18 დეკემბერი, 2008
"ჟურნალისტთა გამოძიების კავშირისა" და სააგენტო „დრო და სივრცის“ დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ ჩხიკვაძე აცხადებს, რომ საქართველოში მესაკუთრეთა უფლებები უხეშად ირღვევა. ამის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი მან ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრ „რია ნოვოსტიში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო.

მისი თქმით, ჟურნალისტთა გამოძიების კავშირს დასახმარებლად მოქალაქე გურამ ახრახაძემ მიმართა, რომელიც ქალიშვილთან და რძალთან ერთად შპს „საქართველოში“ პარტნიორთა ჯამური წილის 17 პროცენტის მფლობელია.

ახრახაძის განცხადებით, 2007 წლის ივნისში „საქართველოს" პარტნიორების წინაშე წარდგა მოქალაქე დავით კოდუა, რომელიც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას ძმაა. მან შპს „საქართველოს“ პარტნიორებს მიმართა წინადადებით, რომ მთლიანად შეესყიდა ამავე შპს-ს პარტნიორთა წილები. 2007 წელსვე ამ მოლაპარაკებებში ჩაერთო დავით კოდუას დედა ლაურა ღაჭავა.

თენგიზ ჩხიკვაძის განცხადებით, ახრახაძისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დასტურდება, რომ ღაჭავა-კოდუას ხსენებულ წინადადებას პარტნიორთა წილების შესყიდვაზე შპს "საქართველოს" პარტნიორთა გარკვეული ნაწილი დათანხმდა. თუმცაღა, გურამ ახრახაძეს გაცილებით ადრე ჰქონდა ნათქვამი მისივე პარტნიორებისათვის, რომ მან მოძებნა მყიდველი, რომელიც შპს „საქართველოს“ რამდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარის ფასად იყიდდა. მის მიერ შეთავაზებული ფასი სამჯერ აღემატებოდა ღაჭავა-კოდუას მიერ შეთავაზებულ ფასს. ამ მიზეზით ახრახაძის მხარე დღემდე არ თანხმდება ღაჭავა-კოდუას წინადადებას.

თენგიზ ჩხიკვაძის განცხადებითვე, 2008 წელს შპს „საქართველოს“ პარტნიორთა ერთ-ერთ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახრახაძის მხარე შპს „საქართველოში“ კუთვნილი წილის ნატურით გამოტანა ეკრძალება, რაც ქვეყანაში მოქმედ, საკუთრებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ყოველმხრივ ეწინააღმდეგება.

ჩხიკვაძის თქმით, ახრახაძის უფლებები საკუთრებასთან დაკავშირებით სხვა მხრივაც უხეშად ირღვევა. ჟურნალისტთა გამოძიების კავშირი და სააგენტო „დრო და სივრცე“ დაინტერესდა იმით, დგას თუ არა დავით კოდუას უკან მისი ძმის ინტერესები, რომელიც ამავდროულად, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელია. ამ ფაქტთან დაკავშირებით სააგენტო გამოძიებას შეუდგა. მისი  მიზანია კონკრეტული ფაქტებით დადასტურდეს, რომ მესაკუთრის უფლებები უხეშად ირღვევა, რასაც მის წინააღმდეგ ჩადენილი უკანონო ქმედებები ადასტურებს.

წყარო:მედიანიუსი

ახალი ამბები