ბათუმის მოსახლეობა ქალაქში მოძრავი სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მარშრუტების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. მელიქიშვილის, ტურგენევის, 26 მაისის, ექვთიმე თაყაიშვილისა და სხვა ქუჩების ბოლოში მცხოვრებლებს ცენტრალურ უბნებთან დასაკავშირებლად ხშირად ორი სამარშრუტო ტაქსის გამოცვლა ან ფეხით გადაადგილება უწევთ.
ბათუმის მერიის განცხადებით, ყველა უბანში სამარშრუტო ხაზების დანიშვნას დღეისათვის ხელს ის უშლის, რომ ჯერ საკანალიზაციო და გაზიფიცირების სამუშაოებია ჩასატარებელი. თუმცა, აღნიშნულ ქუჩებზე, მოსახლეობის განცხადებით, ტრანსპორტი არც მანამდე მოძრაობდა.
მაკა მალაყმაძე, ბათუმი