კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გოჩა ძასოხოვი და ლერი ხაბელოვი საქართველოდან გაიქცნენ

25 დეკემბერი, 2008

 ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი თბილისიდან მოსკოვში გაიქცა და გაზეთ “სეგოდნიასთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებას ოსი ხალხის შევიწროებაში ადანაშაულებს.

ძასოხოვი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, მისი ოსური წარმომავლობის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ ტერორი მოუწყო და ხაბელოვი იძულებული გახდა, ცხინვალში გაქცეულიყო, სადაც ის ლტოლვილთა კარავში ცხოვრობს.

თავად ძასოხოვი მოსკოვში პირდაპირ პეკინიდან გაქცეულა, სადაც ის ოლიმპიადას შსს-ს სპორტსაზოგადოება “დინამოს” ხელმძღვანელის რანგში ესწრებოდა.

მისი თქმით, სააკაშვილმა, რომელმაც ოს ხალხს ბართლომეს ღამე მოუწყო, ის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ვერ გამოიყენა და ამიტომაც, საქართველოს ხელისუფლებამ მთელი მისი ბიზნესი დააყადაღა.
ძასოხოვის მტკიცებით, ქართულმა არმიამ ცხინვალი დაანგრია, ოსური სოფელი დმენისი მიწასთან გაასწორა და “ცეცხმოკიდებულ ცხინვალში დიმიტრი სანაკოევი რუპორით აცხადებდა, რომ ახლა ის იყო უმაღლესი ხელისუფლება და ყველა მას უნდა დამორჩილებოდნენ.”

ძასოხოვის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი მას სპეციალურად უვრცელებდა ხმებს, თითქოს ის კოკოითის მხარეზე იბრძოდა.

ბიზნესმენმა ისიც აღნიშნა, რომ დიმიტრი სანაკოევის კანდიდატურამდე, სააკაშვილი სწორედ მას სთავაზობდა დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობას.

ძასოხოვის თქმით, დღეს სააკაშვილი კახეთში მცხოვრებ ოსებსაც სდევნის.

“კახეთის ოსურ სოფლებში სპეციალური დანიშნულების რაზმები შედიან და ხალხი “კამაზებით” ერგნეთში მიჰყავთ, საიდანაც სამხრეთ ოსეთის მიმართულებით უშვებენ. სოფლებში უცნობი პირები რუპორებით ყვირიან:”წადით, წადით” “, - აცხადებს ბიზნესმენი.

ძასოხოვის თქმით, ის უახლოეს მომავალში საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას და “სააკაშვილის რეჟიმთან” ბრძოლას აპირებს.

მედიანიუსი

ახალი ამბები