კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ინტერ რაოეესმა“ და საქართველომ „ენგურჰესთან“ დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

12 იანვარი, 2009

რუსული კომპანია „ინტერ რაოეეს“-ის ინფორმაციით, მან საქართველოსთან „ენგურჰესის“  ეფექტიანად ექსპლოატაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

კომპანიის ოფიციალურ ვებ-ვეგრდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დოკუმენტს ხელი „ინტერ რაო-ეეს“-ის თავმჯდომარემ ევგენი დოდმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა თბილისში მოაწერეს.

როგორც აღნიშნულ განცხადებაში არის ნათქვამი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისინი ჰიდროელექტროსადგურის ერთობლივად და ეფექტიანად მართვის მიზნით არანაკლებ ათწლიან პროგრამას შეიმუშავებენ. „ინტერ რაოეეს“-ის ცნობითვე, რუსული კომპანიის წარმომადგენლები დოკუმენტის ხელმოწერამდე მოსამზადებელი მოლაპარაკებები საქართველოსა და აფხაზეთის ენერგოსექტორების ხელმძღვანელ პირებთან გამართეს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო შეთანხმების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.

როგორც „მედიანიუსს“ აღნიშნულ უწყებაში განუცხადეს, ამ საკითხზე ოფიციალური განცხადების გაკეთების შემთხვევაში ყველა მედიასაშუალებას ეცნობება.

შეთანხმების გაფორმების გამო საპარლამენტო ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები პროტესტს გამოთქვამენ.

როგორც პარლამემტარი პაატა დავითაია აცხადებს, იგი ალექსანდრე ხეთაგურისგან განმარტებებს ითხოვს და ამ საკითხის დასმას ანტიკრიზისული საბჭოს უახლოეს სხდომაზე აპირებს. მისივე თქმით, რუსულ საიტებზე გამოქვეყნებული ცნობები ხშირად სანდო არ არის, თუმცა, იგი ხეთაგურისგან სათანადო ინფორმაციის გაცნობას მაინც მოითხოვს. „ „ენგურჰესს“ საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და რუსეთთან მისი ერთობლივი მართვის საკითხი ფარულად არ უნდა წყდებოდეს“, _ აღნიშნა დეპუტატმა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები