კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოვაჭრეები აქციების გამართვით იმუქრებიან

12 იანვარი, 2009

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „მოსკოვის“ ორი ობიექტის მფლობელი სალარო აპარატის უქონლობისთვის 500 ლარით დააჯარიმეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, კი 2010 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპატარების გამოყენების ვალდებულებისგან ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრეები თავისუფლდებიან.

მარინა გორგილაძე, მოვაჭრე: „მოვიდნენ საგადასახადო ინსპექციიდან დამაჯარიმეს და დამემუქრნენ:  თუ სადმე იჩივლებ, უარესი თანხა დაგიჯდება“

სავაჭრო ცენტრის იურისტი მოვაჭრეთა დაჯარიმების ფაქტს უკანონოდ მიიჩნევს. ამირან ცეცხლაძის თქმით, ბაზრის ტიპის სავაჭრო ცენტრში მოვაჭრეები დროებით გათავისუფლებულნი არიან სალარო აპარატის მოხმარების ვალდებულებისგან. ,,ჩვენთან გალამაზებული დახლი მაღაზიად არ უნდა ჩათვალონ“ - აღნიშნავს სავაჭრო ცენტრ ,,მოსკოვის“ იურისტი. 

სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები საკასო აპარატების დადგმის ფაქტს აპროტესტებენ და აქციების  გამართვით იმუქრებიან.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები