კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოქრუაშვილის პარტიის ოფისის საკითხი შესაძლოა ევსოსასამართლოს განხილვის საგანი გახდეს

12 იანვარი, 2009

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ათონელის ქ.№27-ში მდებარე ოფისთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტილებით „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ ოფისს ჩამოართმევენ, ამ ორგანიზაციის გენერალური   მდივანი  ეკა ბესელია ამ საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ერთ კვირაში ევროსასამართლოს გადაუგზავნის.

როგორც „მედიანიუსს“ ბესელიამ განუცხადა, საქალაქო სასამართლომ ისეთი რთული საკითხის გადაწყვეტა, როგორც არის პარტიისთვის ოფისის ჩამორთმევა, სამი განხილვით დაასრულა.

ბესელიას თქმით, სტრასბურგის სასამართლო უკვე იხილავს ოქრუაშვილის სახელით შეტანილ განაცხადს, რომელიც  ეხება მისთვის საქართველოში დაუსწრებლად გამოტანილ განაჩენს და პოლიტიკურ დევნას.

 „იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ჩვენთვის უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს, ევროსასამართლოში შეტანილ განაცხადს დაემატება საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტაცია, როგორც ოქრუაშვილის მიმართ, პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე  მტკიცებულებები, რომელიც გაგვიადვილებს ევროსასამართლოში პროცესის მოგებას. ეს არის საფრანგეთის სასამართლოს 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობის მიერ“, - განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, სასამართლო, სავარაუდოდ, პროკურატურის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. „როგორც კი სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, დამჭირდება ერთი კვირა, რომ შევაგროვო დოკუმენტები და გავაგზავნო ევროსასამართლოში“, - აცხადებს ბესელია.

ცნობისთვის: პროკურატურამ სარჩელი, ოქრუაშვილის ოფისის შენობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლის ოქტომბერში შეიტანა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები