კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პერევის გახიზნული მოსახლეობის ნაწილს სოფელში დაბრუნების ეშინია

12 იანვარი, 2009

საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან გაიხიზნული მოსახლეობა სოფელში დაბრუნებისგან თავს იკავებს. სოფლიდან ბავშვები და ახალგაზრდობა მას შემდეგ გახიზნა, რაც ოკუპანტები პერევში ერთდღიანი გასვლის შემდეგ გახუთმაგებული შემადგენლობით და ჯავშანტექნიკით დაბრუნდნენ.

როგორც „მედიანიუსს“ საჩხერის რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ განუცხადა, დაძაბულობის დროს გახიზნული მოსახლეობის ნაწილი დაბრუნდა, ნაწილი კი პერევში დაბრუნებისგან ისევ თავს იკავებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ახლა სოფელში ვითარება შედარებით სტაბილურია და შესვლა გამოსვლასაც შეზღუდული არ არის, ხალხი მაინც შეშინებულია.” - განუცხადა „მედიანიუსს“ ზურაბ ცერცვაძემ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები