კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო უმცირესობა 7 ნოემბრის აქციის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

13 იანვარი, 2009

ხვალ საპარლამენტო უმცირესობა 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის დაგეგმვის ფაქტზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ოფიციალურად მოითხოვს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა, საპარლამენტო უმცირესობაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც სახალხო დამცველმა  სოზარ სუბარმა  პარლამენტში 7 ნოემბრის  მშვიდობიანი მანიფესტაციის  დარბევის დეტალები გაახმაურა.

სუბარის ინფორმაციით, იგი კონკრეტულ დეტალებსა და ინფორმატორზე ინფორმაციას საგამოძიებო კომისიას მიაწვდის.

სახალხო დამცველის განცხადებით, 7 ნოემბრის აქციის დარბევა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ბაჩო ახლაიასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ინიციატივა იყო.  იგი ვანო მერაბიშვილის კაბინეტში დაიგეგმა. იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას დათანხმდება, კომისია 3 თვის ვადით შეიქმნება და იგი 15 წევრისგან დაკომპლექტდება. კომისიის წევრთა კანდიდატურები 1 თებერვლისთვის უნდა იქნას წარდგენილი.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები