კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები

14 იანვარი, 2009

2009 წლის 13 იანვარი
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი 2 სარჩელი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ

ალიევი საქართველოს წინააღმდეგ (საქმე # 522/04)

რუსეთის მოქალაქე აბდულჰამით ალიევს ინტერპოლი ეძებდა. 1957 წელს დაბადებული ალიევი საქართველოში ლტოლვილის სტატუსით 1999 წლის მარტიდან ცხოვრობს.  ქართველმა სამართალდამცველებმა იგი 2002 წლის მარტში რუსეთის პოლიციის მიერ გამოცემული დაკავების ორდერის საფუძველზე დააპატიმრეს.  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე- 3 მუხლის (არადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) საფუძველზე, ალიევი თბილისის # 5 საპყრობილეში პატიმრობის პირობებსა და ცუდი მოპყრობისთვის  ჩივის.

გიორგი ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ( საქმე # 37048/04)
გიორგი ნიკოლაიშვილი  მისი უკანონო დაკავებისა და  ფოტოსურათების პოლიციის განყოფილებაში გამოკვრის გამო ჩივის. საქმე ეხება მკვლელობას, რომელშიც ნიკოლაიშვილის ძმა იყო ეჭვმიტანილი. იგი ამ საქმეში თავადაპირველად მოწმის სახით დაკითხეს, მაგრამ შემდეგ დააკავეს. ნიკოლაიშვილის მტკიცებით, სამართალდამცავებმა იგი იმიტომ დააკავეს, რომ ძმა პოლიციას  ჩაჰბარებოდა. მისი საჩივარი ეფუძნება ადამაინის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეხუთე მუხლის 1,3 და 4 პუნქტებს ( თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება). მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება) საფუძველზე კი ნიკოლაიშვილი ჩივის, რომ მისი, როგორც ძებნაში მყოფი ადამიანის ფოტოსურათები პოლიციის განყოფილებებში გამოაკრეს.

ახალი ამბები