კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის გამგებელი მოქალაქეების პრობლემებს კორიდორშიც კი არ ისმენს

14 იანვარი, 2009

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ბუცხრიკიძე გამგეობაში მისულ გაჭირვებულ მოქალაქეებს არ იღებს. გამგებელი სოციალურად დაუცველებს არც მაშინ უსმენს, როდესაც სამუშაო ოთახიდან გამოსულს ათობით ადამიანი მანქანაში ჩაჯდომამდე მიჰყვება.

ამის შესახებ გამგებლის ამ ქმედებებით აღშფოთებულმა მოქალაქეებმა გვაცნობეს. ერთ - ერთი მათგანის ლეილა გველუკაშვილის თქმით, თითქმის ერთი თვეა რაც ყოველDდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც თელავის გამგეობას აკითხავს, გამგებელთან შეხვედრის მიზნით, მაგრამ უშედეგოდ. "ოჯახს ძალიან გვიჭირს, თუმცა სოციალურად დაუცველთა კატეგორია არ მოგვანიჭეს, რადგან მეუღლე ინვალიდობის პენსიას იღებს. უკვე მეორე თვეა შვილიშვილი მყავს ავად, სასწარფო ოპერაცია სჭირდება, რაშიც 1300 ლარი მთხოვეს, რომლის გადახდის საშუალებაც არ მაქვს. მხოლოდ სახლი გვაქვს, რომელსაც ვერ ვყიდდით, რადგან ბავშვებს თავშესაფრის გარეშე ვერ ვტოვებთ. რაც კი რამ გქვონდა გასაყიდი, ყველაფერი გავყიდეთ. აღარაფერი დაგვრჩა. გამგებელთან შეხვედრას უკვე ერთ თვეზე მეტია ვცდილობ, მაგრამ ვერ მოვახერხე. მდივანი მის სამუშაო ოთახში არავის გვიშვებს, ოთახიდან გამოსული კი სანამ მანქანაში ჩაჯდება, მანამდე მივყვებით და არ გვისმენს", - აღნიშნა სოციალურად დაუცველმა ქალბატონმა.

მოქალაქეთა პრეტენზიებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უსაფუძვლოს უწოდებენ. გამგეობის ინფორმაციით, გამგებელი მოქალაქეებს არა მხოლოდ მიღების დღეებში, არამედ თითქმის ყოველდღე იღებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები