კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ყალბი დასკვნის დაწერაში ადანაშაულებენ

14 იანვარი, 2009

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრი და გურჯაანის განყოფილება საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოქალაქე გივი ქრისტესიაშვილის საქმეზე ყალბი დასკვნის დაწერაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის დეკემბერში ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გასული სიუჟეტის საფუძველზე შემოწმების შედეგად მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკონტროლო ჯგუფის წარმომადგენელმა კახაბერ შათირიშვილმა 2008 წლის 6 თებერვალს შედგენილ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის შეცვლის შესახებ ოქმზე ხელმოწერები გააყალბა. ამ და სხვა დარღვევებმა კი ქრისტესიაშვილის ოჯახისთვის დახმარების შეწყვეტა გამოიწვია, რამაც გივი ქრისტესიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა. ამ უკნასკნელს გული მარჯვნივ აქვს და მუდმივ მკურნალობას საჭიროებს, რასაც მატერიალური გაჭირვების გამო ვერ ახერხებს.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრსა და გურჯაანის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ყალბი დასკვნა დაწერა. სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსის ხათუნა პაპუნაშვილის განცხადებით, შათირიშვილს ქრისტესიაშვილის საქმეში არაფერი გაუყალბებია, სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებისგან განსხვავებით.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები