კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სოფელ ზიარს ყიდის

15 იანვარი, 2009

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გურჯაანის რაიონის სოფელ ზიარს ყიდის. სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწიდან, რომელიც სულ 100 ჰექტარს შეადგენს, 50 ჰექტარი ს/ს "კახეთის პურის" მეპატრონემ, ბიზნესმენმა სერგი კაკალაშვილმა უკვე შეიძინა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უახლოეს ხანში გასხვისდება ზიარში მდებარე საცხოვრებელი სახლებიც, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია. აღნიშნულ სახლებში 10 წელზე მეტია ოჯახები ცხოვრობენ, რომლებიც შიშობენ, რომ მაღალი ფასი გამო დაგეგმილ აუქციონზე სახლების შეძენას ვერ შეძლებენ და უსახლკაროდ დარჩებიან. ადგილობრივების ცნობით, საცხოვრებელი სახლების ყიდვაც ბიზნესმენ სერგი კაკალაშვილს სურს. არსებული ინფორმაციით, ერთი სახლის გასაყიდი საწყისი ღირებულება 15 ათას ლარს აღემატება.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწებისა და საცხოვრებელი სახლების გასხვისება რომ იგეგმება, ეს ქონების აღირიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამმართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრე წიქარიშვილმაც დაადასტურა.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები