კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსმა სეპარატისტებმა პანკისელი ქისტები დააკავეს

16 იანვარი, 2009

ოსი  სეპარატისტების მიერ ერთი კვირის წინ დაკავებული  ქისტები  მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ისევ ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან და ჯოყოლოდან წამოსული ქისტები ცხინვალის გავლით ჩეჩნეთში გადასვლას ცდილობდნენ. დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ სამართალდამცველებმა კი  საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააპატიმრეს.

ამ დრომდე უცნობია, როგორია ცხინვალის იზოლატორში დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ცხინვალში დაკავებულების შესახებ უკვე ცნობილია რეინტეგრაციის სამინისტროსა და საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლობისთვის. სამინისტროს აპარატმა “წითელ ჯვარს” დახმარებისთვის ოფიციალური წერილით უკვე მიმართა.

რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე დაკავების ფაქტს, ეთნიკური ნიშნით ადამიანების შევიწროებად  მიიჩნევს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები