ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ამ ინფორმაციას ადასტურებს ხალვაშის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.
“რუსთავი-2”-ის ყოფილი მფლობელი ხალვაში საქართველოს სამართალდამცავების მიერ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით იძებნება.
ხალვაში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარია, რომელსაც პოლიტიკური თავშესაფარი 2007 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ მისცა.
წყარო: მედიანიუსი